– რა მოუტანა ქვეყანას 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია – „ქართული ოცნება“ ცდილობს 13 წელი გაასაღოს როგორც წარმატება, რეალობა კი ერთია: ეს არის ღალატის 13 წელი

რეჟიმის 13 წელი არ არის გამარჯვება – ეს არის ღალატი. ღალატი, რომელიც დაიწყო არჩევნების მოპარვით, გაგრძელდა თავისუფლების მოსპობით და დასრულდა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, 13 წელი გაასაღოს როგორც წარმატება.
„რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია. „ქართული ოცნება“ ცდილობს 13 წელი გაასაღოს როგორც წარმატება. რეალობა კი ერთია, ეს არის ღალატის 13 წელი.
ღალატი, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი თავისუფლება; ღალატი, რომელმაც წაგვართვა ევროპული მომავალი; ღალატი, რომელმაც ქვეყანა მარტო დატოვა მტრის წინაშე დაუცველი.
13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც: ხალხს წაართვეს არჩევანი და სახელმწიფო მიიტაცა მოძალადე ოლიგარქმა; ძალადობა, შანტაჟი და კორუფცია გახდა მმართველობის წესი; სასამართლო გააქრეს, მედია და განსხვავებული აზრი გამოაცხადეს მტრად; ოპოზიცია იდევნება, აქტივისტებს იჭერენ; საფრთხის ქვეშ დგას უვიზო მიმოსვლა; იბლოკება ევროპული კარი ქართველისთვის; სიღარიბე იქცა ბატონობის იარაღად, რომ მშიერს აღარ უნდოდეს თავისუფლება და შიშით ეძებოს ლუკმა პური ყოველდღე.
ამბობენ: „ეკონომიკა იზრდება” – არა, მხოლოდ მათი ქონება იზრდება! მათთვის – ვილები, ტენდერები, მილიონები. ხალხისთვის – გადასახადები, ვალები და მძიმე რუტინული ცხოვრების წესი.
და რას ზეიმობენ?
რეჟიმის 13 წელი არ არის გამარჯვება – ეს არის ღალატი. ღალატი, რომელიც დაიწყო არჩევნების მოპარვით, გაგრძელდა თავისუფლების მოსპობით და დასრულდა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციით.
ღალატი, რომელსაც ვეღარ გადაფარავს ვერც სტატისტიკა, ვერც ფასადური შოუები, ვერც რუსული პროპაგანდა.
მაგრამ ეს ისტორია აქ არ მთავრდება. ჩვენ ვხედავთ სიმართლეს. ეს არ არის ის საქართველო, რისთვისაც ვიბრძვით.
და როცა ხალხი ირჩევს თავისუფლებას, არც ერთ რეჟიმს აღარ შეუძლია დიდხანს მისი შეჩერება”, -აღნიშნავს .

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!