ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს, რომლისთვისაც ივანიშვილი და მისი ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა

პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს, რომლისთვისაც ივანიშვილი და მისი ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანგალაძემ განმარტა, ხელისუფლება კვლავ ზიზღის და სიძულვილის ენით ცდილობს ჩვენს გახლეჩას.
“პირველ რიგში, ვულოცავ ქართველ ოლიმპიელებს გამარჯვებას. ეს ბიჭები საუკეთესო მაგალითია იმის, თუ რა შეუძლია ერთად მდგარ ქართველობას, მებრძოლ ქართულ სულს.
სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ხელისუფლება კვლავ ზიზღის და სიძულვილის ენით ცდილობს ჩვენს გახლეჩას. არ ავყვეთ მათ ღვარძლიან პროპაგანდას და 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ. პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს, რომლისთვისაც ივანიშვილი და მისი ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
როგორ შეიძლება ივანიშვილის ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ცხოვრებისთვის ვიდრე თუნდაც გელათი და სამონასტრო კომპლექსში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. არა ივანიშვილის რეჟიმს. ერთიანობით გავიმარჯვებთ", - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.