– პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით ცდილობენ, ისეთი არგუმენტები შეუქმნან რუსეთს, რომ მისი პასუხისმგებლობა არასდროს დადგეს – ეს არის ღალატის კომისია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით ცდილობენ, ისეთი არგუმენტები შეუქმნან რუსეთს, რომ მისი პასუხისმგებლობა არასდროს დადგეს – ეს არის ღალატის კომისია, რომელიც პირდაპირ ამხელს „ქართულ ოცნებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „ეს კომისია სანახაობრივად შეიძლება ტოვებდეს ფარსის შთაბეჭდილებას, მაგრამ შინაარსით და მიზნით არის ძალიან ბოროტი ჩანაფიქრი“.
„მთავარია საქართველოს დასდონ ბრალი, რადგან იმდროინდელი ლეგიტიმური მთავრობის ომის დაწყებაში დადანაშაულება ნიშნავს, საქართველოს დადანაშაულებას.
ვიცით, რომ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში საქართველომ მოიგო და ერთადერთი დამნაშავე არის . ამ კომისიით ცდილობენ, ისეთი არგუმენტები შეუქმნან რუსეთს, რომ მისი პასუხისმგებლობა არასდროს დადგეს. ეს არის ღალატის კომისია, რომელიც პირდაპირ ამხელს „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, 31 მარტს „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს“.
„არის ხალხი, რომელსაც არ უნდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. „ქართული ოცნება“ არავის უტოვებს შანსს, რომ კომფორტის ზონაში დარჩეს. ოპოზიციაში კი არა ყველგან არის ადამიანი, რომელსაც ურჩევნია რომ სხვამ გააკეთოს. მესიას რატომ ეძებს ხალხი? იმიტომ, რომ მის ნაცვლად სხვა ავიდეს ჯვარზე. ჩვენი საბრძოლო რომ არის ამაშია საქმე. სინდისი არ მოგვცემს იმის უფლებას, რომ სახლში ვისხდეთ“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!