პაატა მანჯგალაძე – მანქანასთან 4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით 2 პიროვნება აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში, შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური გაწევ-გამოწევა

მანქანასთან 4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით კი 2 პიროვნება აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში, შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური გაწევ-გამოწევა, შემდეგ ერთ-ერთმა თქვა – შეიძლება იარაღი ჰქონდეს, ყოფილი პარლამენტარია და სხვა დროს ვნახოთო – და გამეცალნენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მაჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირები, რომლებიც მანქანასთან დახვდნენ „ტიტუშკებს“ წააგავდნენ და მათი ამოცნობა შეუძლია.
„მათი ამოცნობა შემიძლია, ასევე გზაზე, სადაც გაიარეს, არის კამერები და დაფიქსირებულები იქნებიან, ნიღბები არ ეკეთათ. ჩემი მეზობლები არ იყვნენ, იყვნენ აგრესიულები, წააგავდნენ ე.წ. „ტიტუშკებს“.
არ ვიცი შეიძლება შემთხვევითაც მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მანქანასთან იდგნენ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია