პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის რეჟიმი დასრულებულია, მთავარია ვირწმუნოთ, ძალიან ბევრი მოქალაქე მივიდეთ არჩევნებზე და მოვიხადოთ ჩვენი ვალი საქართველოს წინაშე

26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც ისტორიულია და მე დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, – ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გრავიტაციის მთავარი ცენტრია:
“26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც ისტორიულია. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში თავისუფალი ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს. ჩვენ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უამრავ ადამიანს შევხვდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართველი ხალხის ნების გატეხა, თავისუფლების სურვილის დათრგუნვა შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი დასრულებულია, მთავარია ვირწმუნოთ, ძალიან ბევრი მოქალაქე მივიდეთ არჩევნებზე და მოვიხადოთ ჩვენი ვალი საქართველოს წინაშე.
გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლის მთავარი გრავიტაციის ცენტრი. ამიტომ იმისთვის, რომ არ გაიფლანგოს ხმები, აუცილებელია გააფერადოთ ნომერი 5, რადგან თქვენი ხმა 100%-ით იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ევროპული მომავლისა და კეთილდღეობისთვის მიცემული ხმა”,- განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს