ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრისს პასუხს გასცემს ხელისუფლებას

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრისს პასუხს გასცემს ხელისუფლებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არის მიმართული, ამიტომ „ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ დავიცვათ ჩვენი ქართული და ევროპული არჩევანი“.
„მე ვსვამ კითხვას - რა მოხდა ასეთი ამ ორ თვეში რომ კანონი შემოიტანეს?! ეს არის ყველაზე უბედურება რაც ხდება ქვეყანაში, რომ ევროკავშირის გზაზე კარი უნდა გაიღოს და ამ დროს „ქართული ოცნება“ ამ „რუსული კანონით“ ეღობება... ქართველი ხალხი იყო გამოსული შარშან ქუჩაში და პასუხი გასცა ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.