ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - გუშინ ერი ერთიანი იყო, ახლა აუცილებელია, ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში

გუშინ ერი ერთიანი იყო, ახლა აუცილებელია, ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„მადლობა ჩვენს ბიჭებს, მართლა თავდაუზოგავად იბრძოლეს ბოლომდე, უბრალოდ არ გაგვიმართლა.
მჯერა, რომ ჩვენს ბიჭებს თავის სიტყვა ჯერ არ უთქვამთ და კიდევ ბევრ გამარჯვებას გვაჩუქებენ, რაც ძალიან გვჭირდება ყველას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და არა მხოლოდ ფეხბურთში და სპორტში.
ის, რომ ევროპის ერთა შორის ასე მაღალ დონეზე წარმოვაჩინეთ საქართველო, ძალიან საამაყოა. ბიჭები უკვე შევიდნენ ევროპაში. ახლა მთავარია, საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი.
გუშინ ერი ერთიანი იყო, ახლა აუცილებელია, ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.