პაატა მანჯგალაძე – ახალ პირობებს შორისაა ის, რომ ევროპის საგარეო კურსს დაუახლოვდეს საქართველოს კურსი – ვინ ააცდინა? „ქართულმა ოცნებამ“

ახალ პირობებს შორისაა ის, რომ ევროპის საგარეო კურსს დაუახლოვდეს საქართველოს კურსი. ვინ ააცდინა? – „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს დასკვნას გაფართოების შესახებ.
მანჯგალაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება პირობებს შეასრულებს.
„ახალი პირობები იცით, რომელთა შორისაა „დაუახლოვდეს ევროპის საგარეო კურსს საქართველოს საგარეო კურსი“. ვინ ააცდინა საქართველო ევროპულ კურსს? – „ქართულმა ოცნებამ“. თუ ის მოინდომებს, ბოდიშს მოიხდის და დაიწყებს ამის გამოსწორებას, მივეხმარებით ამ პროცესში. თუ აღიარებენ, რომ ანტიდასავლურ, რუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ, ამას შეინანებენ, ბოდიშს მოიხდიან, მივეხმარებით, რომ ეს არ განმეორდეს. თუ აღიარებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ფიქციაა და კორუფციასთან მართლა აპირებენ ბრძოლას, ამაშიც სიამოვნებით მივეხმარები. თუ იტყვიან, რომ ძალაუფლება ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და არ შეიძლება ბანკი „ქართუ“ – ივანიშვილის კარზე მოსამსახურეები, იყოს საქართველოს ხელისუფლება, ამაშიც მივეხმარები „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ ვარ იმ ასაკში, რომ ასეთი ფუჭი ოცნებების მჯეროდეს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.