პაატა კვიჟინაძე – 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს , – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, პარლამენტის 23 რეკომენდაციიდან მთავრობამ უმრავლესობა გაითვალისწინა.
“დარჩენილია მცირე ნაწილი და გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, წარმოდგენილი გადამუშავებული ვერსია, პირვანდელთან შედარებით 700 მილიონით არის გაზრდილი და ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის კუთხით სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, ასევე, სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ