პაატა იმნაძე – ვირუსებს შორის გრიპი წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის – ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ

ვირუსებს შორის გრიპი წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის სეზონი აპრილამდე გრძელდება.
„ზამთარი გრიპის გარეშე არავის გვინახავს. კორონავირუსის დროს, კორონავირუსმა „დაჩაგრა” გრიპი, ძალიან ცოტა გრიპის ვირუსი გვქონდა. ახლა, ზამთრის სეზონია, ჩვეულებრივი ვირუსებია, მათ შორის კი გრიპია წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვაქცინა დღესაც ხელმისაწვდომია, აპრილამდე გრძელდება გრიპის სეზონი, ამიტომ ვისაც აცრა არ გაქვთ გაკეთებული, აიცერით“, – აღნიშნა იმნაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)