პაატა დავითაია – ძალადობრივი თავდასხმებისთვის და სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს ყველამ

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტზე მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორ გიორგი შეწირულზე განხორციელებული სასტიკი ძალადობრივი თავდასხმა, ასევე ბოლო დღეებში განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტები მედიის სხვა წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე, კატეგორიულად მიუღებელია და შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
დავითაიას თქმით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
მისივე თქმით, თუ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ არ გააკეთა დასკვნები და არ განმუხტა სიტუაცია, „ეს პროცესები უმძიმესი შედეგებით დასრულდება“
„ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომელზეც პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, გახდა აბსოლუტურად უმართავი.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რათა შესაბამისი სტრუქტურების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ კრიტიკულ და ჩიხურ სიტუაციაში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.
სამწუხაროდ, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა დაემსგავსა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებას. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს კანონით ევალებათ მაიდენტიფიცირებადი ნიშნების ტარება, რათა მოქალაქემ განსაზღვროს ვისთან აქვს საქმე: კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან თუ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან და „შავრაზმელებთან“.
თუ შექმნილ რთულ სიტუაციაში ხელისუფლებამ არ გააკეთა დასკვნები და არ განმუხტა სიტუაცია, ეს პროცესები უმძიმესი შედეგებით დასრულდება და საბოლოოდ შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა