ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა დავითაია - კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული თავდასხმა

პაატა დავითაია - კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული თავდასხმა

კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმა, - ასე გამოეხმაურა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრზე, ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.
დავითაიას განცხადებით, მსგავსი ძალადობის ფაქტები პოლარიზებულ გარემოს მეტად ძაბავს და ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
„კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმა. მსგავსი ძალადობის ფაქტები და პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება მეტად ძაბავს რთულ პოლარიზებულ გარემოს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და აზიანებს ქვეყნის იმიჯს.
მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფ რეჟიმში გამოიძიონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმის ფაქტი და დამნაშავე პირებს დაეკისროთ მკაცრი პასუხისმგებლობა”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.