პაატა დავითაია – ახალმა პატრიარქმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ერის გამთლიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში

ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. ეკლესიის, ქართული სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთგულ მსახურებას ვუსურვებთ ახალ პატრიარქს – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალმა პატრიარქმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ერის გამთლიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

“გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური, კათოლიკოს – პატრიარქი მეუფე შიო მესამე ღირსეულად გაუძღვება უდიდეს მისიას, რაც მას დაეკისრა ჩვენს გამოწვევებით სავსე დროში და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც ერის გამთლიანებაში, ასევე როგორც მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ისტორიულ როლს შეასრულებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში”, – ნათქვამია პარტია „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ