ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა ბურჭულაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე - ამის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც ეს კანონია, ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში ზის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც არის ეს კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, ის დღევანდელ შეკრებაზე არა მხოლოდ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მივიდა, არამედ ის მომხრეა ყველა მოსამართლე კეთილსინდისიერებაზე შემოწმდეს.
“ჩემი აქ მოსვლის მიზეზი მარტო ისე კი არ უნდა დაანონსდეს, რომ „არა რუსულ კანონს“, არამედ ყველა მოსამართლე კეთილსინდისიერებაზე უნდა შემოწმდეს. ნუ გვაშინებენ, რომ დატოვებენ თავიანთ სამსახურს. თუ დატოვებენ სამსახურს, ე.ი. ეშინიათ საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმების. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მოსამართლეები.
აქ მოვედი იმიტომ, რომ აქ ვიყავი შარშანაც,როდესაც იყო მარტის გამოსვლები. ჩვენ, ყველამ არ მივეცით ხელისუფლებას უფლება, რომ მიეღო რუსული კანონი და დღეს ისევ უნდათ მიღება. ამის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც არის ეს კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში. ასეთი რამ საქართველოში არ უნდა მოხდეს”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.