ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა ბურჭულაძე - დღეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს, როცა ამ მთავრობას შევცვლით

პაატა ბურჭულაძე - დღეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს, როცა ამ მთავრობას შევცვლით

ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთი საშინელი დღე, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს, როცა ამ მთავრობას შევცვლით , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, “ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო რაზმში ყველაფერი მოსალოდნელია”.
“ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთი საშინელი დღე, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს, როცა ამ მთავრობას შევცვლით.
ვინც არ ელოდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა, გულუბრყვილოა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში, ანუ სადამსჯელო რაზმში, ყველაფერია მოსალოდნელი.
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ასეთი რაღაცებისთვის. ჩვენ გვაქვს შეთავაზება ხალხისთვის და აუცილებლად გამოგვყვებიან - ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენივე არჩევნები, ავირჩიოთ ჩვენივე მთავრობა და ესენი ასე მშვიდობიანად გავისტუმროთ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.