პაატა ბურჭულაძე – გამოკვლევაზე მივდივარ და დავბრუნდები

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მიდის და შემდეგ შეუერთდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას.
„გამოკვლევაზე მივდივარ და დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
საკანონმდებლო ორგანოსთან პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანზე კი საპოლიციო ძალები პერიოდულად წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს კვლავ იყენებენ. სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია ლეონიძის ქუჩაზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”