ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოჯახის სიწმინდის დღეს გორშიც აღნიშნავენ

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში შიდა ქართლიდან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.
მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს აღავლენს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.