ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღევლინება.
პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
პარაკლისს ესწრებოდნენ ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები.
პარაკლისის შემდეგ ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, სადაც სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.
ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.