ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდსა და ფოთში საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდსა და ფოთში საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა ზუგდიდსა და ფოთშიც გაიმართა.
ზუგდიდში, მრევლი, სასულიერო პირები და მოქალაქეები ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის მოზაიკასთან დასრულდა, სადაც პარაკლისი აღევლინა.
ფოთში, სასულიერო პირები და მრევლი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძართან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობა გალობის ფონზე საკათედრო ტაძრამდე მოაწყვეს. საკათედრო ტაძარში კი, პარაკლისი დეკანოზმა ამბროს ხოშტარიამ აღავლინა.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.