ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოხანაშვილმა დარბაზიდან მეოთხე დეპუტატი, სალომე სამადაშვილიც გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა.
ოხანაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა.
"ქალბატონო სალომე, მე თქვენ მოგიწოდებთ, პირველ მუხლთან დაკავშირებით, მეორე მოსმენით დადგენილი წესით, თუ შეკითხვას სვამთ, დასვით. თქვენი შეკითხვა მიემართება პირველი მოსმენით დადგენილ პროცედურას. ამიტომ, იგივეს თუ გააგრძელებთ, მომიწევს მიკროფონის ჩამორთმევა.
სიტყვა ჩამოგართვით, ვინაიდან, სვამთ საკითხს, რომელიც არ შეეხება პირველ მუხლს. ამბავში ჩვენ ვართ, თუ თქვენ ხართ ამბავში? თქვენ რა ამბავში ხართ? მიკროფონის გარეშე, გაფრთხილებული ხართ. თუ გააგრძელებთ იგივეს, დატოვებთ დარბაზს... დარბაზი დატოვეთ. ტექნიკური შესვენება. დატოვეთ დარბაზი", - თქვა ოხანაშვილმა.
მანამდე, ოხანაშვილმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილს და გიორგი ვაშაძეს დაატოვებინა დარბაზი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.