ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ოცნების" ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს, საზოგადოება შეაგუოს, რომ თითქოს "ტრიო" დაიშალა - ანა ბუჩუკური

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უკრაინასთან დაკავშირებით მოსაზრებებზე, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კვლავ გრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ორბანის განცხადებები საქართველოზეც უარყოფითად აისახება.
ამასთან, ოპოზიციაში ამბობენ, მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოება შეაგუოს, რომ ე.წ. ტრიო დაიშალა.
"ოცნების" ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოება შეაგუოს, რომ თითქოს "ტრიო"[საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] დაიშალა. როგორც ჩანს, "ოცნებას" წინასწარ უნდა გადააზღვიოს, რომ ისინი არანაირი რეფორმის გატარებას არ აპირებენ. ამას ემსახურება მათი მხრიდან "ტრიოს" დაშლაზე აქცენტის გადატანა.
რაც შეეხება სტატუსს - სტატუსი ამ ქვეყანას უკვე მიღებული აქვს," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.