არქივი1 ოქტომბერი, 2024, 10:51
ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა, 9 აპრილი, 26 მაისი - ივანიშვილი "მნიშვნელოვან" თარიღებს თვლის

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა და ხალხს 2012 წელს მათი ხელისუფლებაში მოსვლა კიდევ ერთხელ მიულოცა.
წერილში ის ამ დღეს 26 მაისთან და 9 აპრილთან ერთად ახსენებს.
"ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!" - წერს ის.
ივანიშვილი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს თავისუფლების დაბრუნების დღეს უწოდებს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.