პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოცნების წისქვილზე წყალს დაასხამს” – მელია ერთიან სიაზე სააკაშვილის ინიციატივას პასუხობს

პარტია ახალის თანათავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ ოპოზიციის ერთიან სიაზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს იდეა ქართული ოცნების წისქვილზე წყალს დაასხამს.
“რაც შეეხება სააკაშვილის იდეებს. მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე – სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, კეზერაშვილზე, ახლა აბსოლუტურად უადგილოა. ვფიქრობ, რომ მათ აქვთ პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვაში არანაირი პრობლემა არ ექნება. ასე ელექტორალური, საარჩევნოდ შექმნილი ერთობა შესაძლოა რიტორიკულად მიმზიდველად ჟღერდეს საზოგადოებისთვის ნაწილისთვის. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სხვაზე მეტყველებს: არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს, ვინაიდან, მჯერა, რომ ეს იქნება ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასხმის არათუ მცდელობა, არამედ ამის განხორციელებისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნას – ეს სხვა საკითხია”, – განაცხადა მელიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.