“ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დაკავებული ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს – კობა გაბუნიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 14:30 საათზე ჩაინიშნა. “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. როგორც უფლებადამცველი, გოჩა კვირიკაშვილი “პირველებს” ეუბნება, საქმე მოცულობითია და 99 თავისგან შედგება. რაც შეეხება თავად დაკავებულის პოზიციას, ადვოკატი ამბობს, რომ კობა გაბუნია “ბრალის სხვაზე გადატანას არ აპირებს” და არ აპირებს ხელი ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს დაადოს. არაფერს არ ამბობს, არის როგორც გუშინ გითხარით, გაურკვეველ მდგომარეობაში და უნდა საქმის მასალების ნახვა, რომელიც 99 თავია წარმოგიდგენიათ ამის გაცნობა? ამიტომ ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით, უნდა შევიდეთ, ვნახოთ, ვმუშაობთ, ამაზე ვართ გადართული. ის ბრალის სხვაზე გადატანას არ აპირებს””, – ამბობს ადვოკატი გოჩა კვირიკაშვილი . საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც. საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა.
არაფერს არ ამბობს, არის როგორც გუშინ გითხარით, გაურკვეველ მდგომარეობაში და უნდა საქმის მასალების ნახვა, რომელიც 99 თავია წარმოგიდგენიათ ამის გაცნობა? ამიტომ ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით, უნდა შევიდეთ, ვნახოთ, ვმუშაობთ, ამაზე ვართ გადართული. ის ბრალის სხვაზე გადატანას არ აპირებს””, – ამბობს ადვოკატი გოჩა კვირიკაშვილი .

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა