ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს” – უილსონი

“ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს” – უილსონი

„MEGOBARI აქტის“ ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება:
„მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სენატორი სტივ დეინსი თბილისში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს. ერთადერთი წინ მიმავალი გზა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა!“ – წერს უილსონი.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოში სტუმრობისას შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ასევე ირაკლი კობახიძეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.