„ოცნების“ პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება — გახარია ტრამპის გამარჯვებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვებით „ქართული ოცნების“ არსებული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების პირობებში, დღევანდელი „ოცნების“ პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება. მათ არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, როგორ ფუნქციონირებს საერთოდ სახელმწიფო, განსაკუთრებით აშშ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ორპარტიული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ამიტომ „ოცნება“ ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში მათ რაიმე შემსუბუქება ელოდებათ. პირიქით, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოზიცია კიდევ უფრო მკაცრი გახდება“, — ამბობს გიორგი გახარია.
ამავე თემაზე:
· ბოკუჩავა ივანიშვილს არწმუნებს, რომ ტრამპის პოლიტიკა მის მიმართ “კიდევ უფრო მკაცრი იქნება”
· „ნახავს ქოცმმართველობა, როგორი გამოხმაურება ექნება ტრამპს მათ სიყალბეზე“ — ხაზარაძე
· „არაფერი შეიცვლება ივანიშვილის სასიკეთოდ“ — ნიკა მელია ტრამპის გამარჯვებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია