ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოცნების პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დანიშნა

ოცნების პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დანიშნა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დანიშნა.
რევაზ სოხაძე ირაკლი ქარსელაძეს შეცვლის.
"მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად. მოგეხსენებათ, ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით.
რევაზ სოხაძე წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და 2017 წლიდან ის არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.