ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოცნების მოწვევით საქართველოში მოლდოვის პრორუსი ოპოზიციონერი დეპუტატები ჩამოვიდნენ

"ქართული ოცნების" მოწვევით საქართველოში მოლდოვის ოპოზიციონერი დეპუტატები ჩამოვიდნენ, რომელთა შორისაც არიან სოციალისტური პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი იგორ დოდონი და პრორუსი დეპუტატი, ბოგდან ცირდეაც.
დოდონი, რომელმაც მანამდე ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში გამართა, Facebook-ზე წერს, რომ თბილისში მოლდოვიდან და საქართველოდან პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
"საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში ჩვენ შევთანხმდით კონტაქტების გაძლიერებასა და თანამშრომლობის განვითარებაზე". - წერს დოდონი.
ამავდროულად, მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) ქართული მხარის მიწვევაზე უარი განაცხადა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა ქართული ოცნების დეპუტატი ისკო დასენი. პრორუს პოლიტიკოსებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარიამ ლაშხიც.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.