ოცნების მთავრობამ ეკლესიას სენაკსა და თიანეთში მიწა და შენობა 1 ლარად მიჰყიდა

ქართული ოცნების მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თიანეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა პირდაპირი შესყიდვის ფორმით გადასცა.
განკარგულებას, რომელიც 28 ოქტომბრით თარიღდება, ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ქონება მუნიციპალიტეტებში თითო ლარად გაიყიდა - ეკლესიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში ჯამში 2 ლარი უნდა გადაიხადოს.
განკარგულების თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტში ეკლესიას 1 ლარად 4 მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.