ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირების კანონპროექტი – Politico-ს მორიგი სტატია

POLITICO, გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ნანახი აქვს დოკუმენტი, რომელიც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს და “ქართველი ხალხის აქტი” ჰქვია და რომელსაც, სავარაუდოდ, ხუთშაბათს წარადგენენ.
გამოცემა წერს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც საქართველოს პარლამენტი ემზადება რუსული სტილის “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონის საბოლოო კენჭისყრისთვის, რაზეც ევროკავშირმა გააფრთხილა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას.
Politico წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ “საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში” და შეინიშნებიან “კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინსვლისა და მისი მიღების ხელშეწყობაში”.ის ასევე მოითხოვს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.