ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ოცნების" ვიზიტი კომუნისტურ ჩინეთში | დელეგაციამ კობახიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრები დაიწყო

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ღარიბაშვილის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთშია. დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. "ოცნების" წევრები ხუთდღიან ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის პირებს შეხვდებიან.
"შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ამ შეთანხმების განხორციელებას. ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. ბევრი სფეროა სადაც შეიძლება ურთიერთობების გაღრმავება, საინტერესოა პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას ჩინეთთან. პოლიტიკური თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია" - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება კარგია, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან და საგარეო კურსთან.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.