ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ოცნების“ გუნდში ვიყავი და წამოსვლაზე არავინ საუბრობს – ლუკა ძაძამია

„ოცნების“ გუნდში ვიყავი და წამოსვლაზე არავინ საუბრობს – ლუკა ძაძამია

„ქართული ოცნების“ წევრი ლუკა ძაძამია ადასტურებს, რომ თბილისის საკრებულო დატოვა.
ძაძამიას თქმით, მან საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„მოგეხსენებათ, მივიღე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, გატარება და საზოგადოების სადარაჯოზე დგომა. ამ მიზნის მიღწევისთვის და განხორციელებისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლუკა ძაძამიამ.
მისი თქმით, ის „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება.
„ქართული ოცნების“ გუნდში ვიყავი და „ქართული ოცნების“ გუნდიდან წამოსვლაზე არავინ საუბრობს“, – განაცხადა ლუკა ძაძამიამ.
ძაძამიას თქმით, საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებამდე კომუნიკაცია გუნდის მრავალ წევრთან ჰქონდა, თუმცა რა განხილვა მიმდინარეობდა, ამას არ აკონკრეტებს.
„სხვების აზრიც მოვისმინე, მათი აზრებიც გავითვალისწინე, თუმცა საბოლოო ჯამში ჩემი გადაწყვეტილება თავადვე მივიღე“, – განაცხადა ლუკა ძაძამიამ.
ლუკა ძაძამია „ქართულ ოცნებაში“ შესვლამდე ანტისამთავრობო პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ პროპაგანდამ შეიყვანა შეცდომაში და ამიტომ შეუერთდა “ოცნების” საწინააღმდეგო აქციებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.