„ოცნება“ ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანიის მოწვევასაც გეგმავს

საქართველოში საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასწარმოქმნის შესასწავლად საერთაშორისო კომპანიის მოწვევა იგეგმება.
ამის შესახებ პარლამენტში ფასებთან დაკავშირებით შექმნილ დროებითი კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და ამ კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
საერთაშორისო კომპანიის მოწვევის ინიციატივას მხარი დაუჭირეს პარტია „გახარი საქართველოსთვის“ წევრებმაც.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
„გვაქვს ინიციატივა, რომ მივმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის პარალელურად მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე. მოვიწვიოთ ასეთი კომპანია, რომელიც პარალელურ რეჟიმში შეისწავლის ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნეს პროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველო მსგავს ქვეყნებთან და თავის რეკომენდაციები დაწეროს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, რომელიც განსხვავებული თვალით დაინახავს და გარედან შეაფასებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენი კომისიის მუშაობას და საბოლოო შედეგზე გასვლას“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობაში შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო ფორმატი, ასევე შეიქმნა პარლამენტის დროებითი კომისია. გარდა ამისა, სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკითხის სწავლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს