ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ოცნება“ მედიის შემზღუდავ კანონს 24 თებერვალს წარადგენს

„ოცნება“ მედიის შემზღუდავ კანონს 24 თებერვალს წარადგენს

„ქართული ოცნება“ მორიგი რეპრესიული კანონების ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ბიუროს სხდომაზე ორშაბათს ინიციირებული იქნება „ამერიკული FARA-ს ანალოგი და ბრიტანული მოდელის მიხედვით მომზადებული მედიის შესახებ კანონპროექტები“.
„ორივე დოკუმენტი იქნება წარდგენილი ერთი-ერთში ორიგინალთან, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ცვლილებების შეტანას. FARA უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას გარე ჩარევებისგან და თქვენ იცით, რომ FARA ერთი საუკუნეა ლამის უზრუნველყოფს ამხელა სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან და იცავს მას, ისევე, როგორც გვინდა, რომ ბრიტანული კანონმდებლობით მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან“, — განაცხადა ბოჟაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს მიიღო რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ევროინტეგრაციის პროცესის დე-ფაქტო შეჩერება. ახლა „ოცნება“ ამბობს, რომ ამერიკული FARA-ს ანალოგს მიიღებს და ასევე აინიციირებს კანონპროექტს მედიის წინააღმდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.