“ოცნება” ასაკრძალი პარტიების სიას “ფედერალისტებსაც” ამატებს – Netgazeti

“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი მე-4 პარტიასაც ამატებს – “ფედერალისტებს”.ამის შესახებ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.მისი ტქმით, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ სარჩელს გამოითხოვს და შეიტანს ახალს, დაკორექტირებულ ვარიანტს, რომლითაც უკვე 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მოითხოვს:ლელოენმ“კოალიცია ცვლილებებისთვის”“ფედერალისტები”პაპუაშვილის განმარტებით, სარჩელში “ფედრალისტების” დამატების საფუძველი არის ის, რომ ეს პარტია შეუერთდა ოპოზიციი ალიანსს და გაიზიარა მათი საერთო მიზნები “დემოკრატიის წინააღმდეგ”.მისი თქმით, მართალია ალიანსში არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ჯერ მათ სარჩელში არ ფიგურირებენ, თუმცა “ოცნება” უყურებს იმასაც რამდენად “არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე”.“ქართული ოცნების” შეფასებით, ოპოზიციის ალიანსის მთავრი ლიდერები პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს