“ოცნება” არასრულწლოვნების დასჯასაც აანონსებს – “ასაკი ინდულგენცია ვერ იქნება”

“ოცნება” არასრულწლოვნების დასჯასაც აანონსებს – “ასაკი ინდულგენცია ვერ იქნება”
დღეს გაირკვა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ “ოცნების” მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება.
თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება ან დააჯარიმონ ან ერთ წლიანი გამოსასწორებელი სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გაწევა, დააკისრონ.
დღეს ნინო წილოსანმა მედიას უთხრა, რომ ასაკი ინდულგენცია ვერ იქნება.
“თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგოა, ის ვრცელდება ადამიანის ასაკის და მისი პროფესიის მიუხედავად. ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასწრულწლოვანთა კოდექსით უბრალოდ სასჯელი არის განსხვავებული”, – ამბობს ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება