არქივი9 დეკემბერი, 2024, 22:11
„ოცნება“ აპირებს, საჯარო სექტორში რეორგანიზაცია გაამარტივოს

„ქართული ოცნება“ გეგმავს, საჯარო სექტროში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გაამარტივოს.
ეს ინიციატივა დღეს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა.
„კანონში შევა ცვლილება, რომლითაც გამარტივდება რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში. ეს უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, — განაცხადა მან უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ოცნებამ“ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა 2028 წლამდე გადადო, არაერთი უწყების თანამშრომელთა ნაწილმა ამ გადაწყვეტილებისადმი კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.