“ოცნებაში ჩინურის სწავლა როდიდან ხდება სავალდებულო?!” – ყუფარაძე

ოცნებაში ჩინურის სწავლა როდიდან ხდება სავალდებულო?! ჩინეთმა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ახსენა სადმე?! დაადეს თავი და გარბიან ჩინეთში და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს აფორმებენ, თან ცალმხივად… მოსახლეობას რამე კითხეს? მოსახლეობის უმრავლესობას რომ დასავლეთთან უნდოდა და უნდა, დასავლეთზე გეზით, რომ აირჩია და ხმა მისცა ოცნებას უმრავლესმა ნაწილმა ეგ დაავიწყდათ?! წინაასარჩევნო პროგრამაში ეწერათ სადმე აზიის მიმართულება და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე რამე?! მოინდომა ვიღაცამ და ჩინეთზე გაიწია ქვეყნის სახელით ეგრე არაა, ჯერ მოსახლეობას უნდა კითხო… თან რამდენიმე თვეშია არჩევნები. აქეთ რუსეთს გვტენიან, იქით ჩინეთს, მოდი რა საარჩევნოდ თქვი რას აპირებ და თუ აგირჩიეს, მერე ირბინეთ “ჩინელებში”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა