ოცნებას უნდა საზოგადოება ორ ნაწილად გაყოს – გახარია
9 აპრილიდან 35 წელი გავიდა და ჩვენ, ქართველებს, ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასამთავრებელი გვაქვს – ყველას ერთად. ამისთვის ყველაზე კარგი მომენტი ახლაა – საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა მშვიდობითა და წინსვლით დავასრულოთ. ქართულ ოცნებას ეს [რუსული კანონი] იმისთვის დასჭირდა, რომ ქართული საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს და ის 2 ნაწილად გაყოს – ვიღაცას უკვე ფორმალურად, იურიდიულად დაარქვას აგენტი, მოღალატე – ვიღაცას კი პატრიოტი. ეს ურთიერთდაპირისპირების მხოლოდ ის გარემოა, რომელშიც, შესაძლებელია, რომ ოცნებამ არჩევნებზე თავი გადაირჩინოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.