“ოცნებას” საქართველო რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიჰყავს- ამერიკელი სენატორები

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”.
ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ.
„ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გამტკიცების მიმართ ქართველი ხალხის აშკარა და უსაზღვრო სწრაფვის სრული ღალატია. ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმისკენ მიდრეკილი მთავრობის საქციელი, არამედ თავდაუჯერებელი რეჟიმისა, რომელიც საქართველოს რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიათრევს. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს”, – აცხადებენ სენატორები.
„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას. იმ ქართველმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და დემოკრატიული პრინციპების რღვევაზე, პასუხი უნდა აგონ”, – წერენ სენატორები.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!