ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ოცნებამ" საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორა - მარშს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა

"ოცნებამ" საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორა - მარშს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა

„არა რუსულ რეჟიმს - დაიცავი უვიზო“ - დედაქალაქში მიმდინარე მარშს თსუ-ის პირველი კორპუსიდან რუსთაველისკენ მსვლელობას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

როგორც მან "შაბათის ეთრის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირს ზურგი აქცია:

ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, ჩამოეშორებინა საქართველო ევროპული გზიდან! ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ოფიციალური თვილისიდან ყველა ის გზავნილი მოდის, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ ზურგი შეაქცია ევრიპას. ეს ხალხი კი რომელიც გამოსულია ქუჩაში პასუხს აძლევს ევროპას - ჩვენ გვინდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ევროპული მომავალი შევინარჩუნოთ, დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.