„ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო FARA, შეცვალა მედიის კანონი, ამოიღო „გენდერი“ და დააბრუნა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი

„ქართულის ოცნების“ პარლამენტმა დღეს უკვე მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი და სხვა რამდენიმე კანონი. ზოგიერთი მათგანი მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება, ზოგიერთი კი – 60 დღის შემდეგ.
· „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – რაც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.
· ცვლილებები მაუწყებლობის კანონში, – რითაც სრულად იკრძალება მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მათ შორის წყაროებთან დაკავშირებით, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები; ამასთან, კანონი ეხება მაუწყებლების ონლაინ პლატფორმებსაც.
· ქრება სიტყვა „გენდერი“ 15 მოქმედი კანონიდან; „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და კაცის თანასწორობით“; კანონმდებლობიდან ქრება ცნება „გენდერული იდენტობაც“ – ამ ცვლილებებს გენდერის მკვლევრები აფასებენ, როგორც „ხარკს ულტრამემარჯვენე ამომრჩევლისათვის“.
· უქმდება კანონშემოქმედებით პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ვალდებულება, რის მიზეზადაც „ქართული ოცნება“ „ანტიდემოკრატიულ“ და „ძირგამომთხრელ“ საქმიანობას ასახელებს; მესამე სექტორის ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს შორის.
· სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა, – თუმცა ყველაფერი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია. 2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი განსაზღვრავდა „სახელმწიფოს ღალატს“. ახლა ამ მუხლს „სამშობლოს ღალატი“ ერქმევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!