„ოცნებამ“ განაახლა ნარატივი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მაშველ რგოლად ლევან იოსელიანი გამოიყვანა“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
„ე.ი. რეჟიმს ჯერ ახალი არჩევნები არ დაუნიშნავს და უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ინსტრუმენტად ცესკოს 16 აგვისტოს დადგენილება ხომ გახსოვთ ? კომისიის წევრებს შორის ფუნქციები რომ 7 დღით ადრე ნაწილდება ნაცვლად კენჭისყრის დღეს განაწილებისა. ახლა ეს ყველაფერი საარჩევნო კოდექსში გადააქვთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაავრცელონ.
ანუ, გაყალბების კარგად აპრობირებული მეთოდები, რამაც 26 ოქტომბერს გაამართლა, კანონში გადააქვთ.
ამ ფონზე „ოცნებამ“ განაახლა ნარატივი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მაშველ რგოლად ლევან იოსელიანი გამოიყვანა, რომელიც თან ამბობს, რომ არჩევნების შეფასება მისი მანდატი არ არის და თან აფასებს, რომ არ გაყალბებულა.
ხოდა, მთავარი მოთხოვნა არ დაგვავიწყდეს: ახალი არჩევნები!“

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს