ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ოცნებამ" გალიაში შეგვაგდო მტაცებელთან - სააკაშვილი

ბრიუსელმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის კატასტროფა პირველ რიგში თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის აზრით, ერთადერთი გამოსავალი ამ გალიიდან გაქცევაა.
"ოცნებამ" პრაქტიკულად შეგვაგდო გალიაში მტაცებელთან, ყოველგვარი ზედამხედველების გარეშე. ჯერჯერობით მტაცებლის ყურადღება სხვაგანაა გადატანილი, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენთვის მოიცალოს და გადაგვსანსლოს, ისე რომ მომკითხავიც არავინ იქნება. ერთადერთი გამოსავალი ამ გალიიდან გაქცევაა 26 ოქტომბერს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.