ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $591 მლნ გაყიდა

ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $591 მლნ გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის თვეში ლარის კურსის შესანარჩუნებლად 591,1 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი 377,7 მლნ დოლარი გაყიდა აუქციონის გარეშე - ანუ ისე, რომ გაყიდვის დროს ინფორმაცია არ გაავრცელა.
აუქციონის გარეშე რეზერვიდან გაყიდული დოლარის შესახებ მონაცემები ეროვნულმა ბანკმა 25 დეკემბერს გაასაჯაროვა. ამ დრომდე მხოლოდ 213,4 მლნ დოლარის გაყიდვის შესახებ იყო ცნობილი.
გასულ თვეში დოლარის გაყიდვას ეროვნული ბანკი „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით“ ხსნიდა.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 587,9 მილიონი დოლარით შეამცირა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.