არქივი15 ნოემბერი 2023, 11:10
ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 4,6%-მდე შემცირდა

ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 4,6%-მდე შემცირდა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახური (ONS) იტყობინება. ამავე ცნობით, ინფლაცია სექტემბერში 6,7% იყო.
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები გასულ თვესთან შედარებით, ინფლაციის საშუალოდ 4,7%-მდე შემცირებას პროგნოზირებდნენ.
ქვეყანაში ინფლაციის ტემპი შენელდა, უპირველეს ყოვლისა, სურსათსა და საცხოვრებელ პროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპის შემცირებით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.