ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოქროს ფასმა რეკორდი განაახლა და უნციაზე 4,240 დოლარს გადააჭარბა

ოქროს ფასმა რეკორდი განაახლა და უნციაზე 4,240 დოლარს გადააჭარბა

ოქროს ფასმა ხუთშაბათს ისტორიული მაქსიმუმი განაახლა, ზრდა ზედიზედ მეხუთე სესია გრძელდება.
უსაფრთხო თავშესაფრად ქცეული აქტივები ინვესტორებს იზიდავს მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის, ასევე აშშ-ში ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებისა და ფსონების გაზრდა იმაზე, რომ ფედერალური რეზერვი ოქტომბრის სხდომაზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, – იუწყება Reuters–ი.
ხუთშაბათს ოქროს სპოტურმა ფასებმა 0.6%-ით მოიმატეს და უნციაზე 4,233.06 აშშ დოლარი შეადგინეს. სესიის დასაწყისში მათ რეკორდულ მაქსიმუმს - უნციაზე 4,241.77 აშშ დოლარს მიაღწიეს.
დეკემბრის ფიუჩერსების ფასები 1.1%-ით გაიზარდა და უნციაზე 4,246.6 აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად interfax – ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.