ოქროს ფასი 0,7%-ით შემცირდა

ოთხშაბათს ვაჭრობაში ოქროს ფასი დაეცა, მაგრამ ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოს დარჩა.
ივნისის ოქროს ფიუჩერსები ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე 0,67%-ით დაეცა და 2 391,7 დოლარი შეადგინა.
გასულ კვირას ისტორიაში პირველად ფასმა 2400 დოლარს გადააჭარბა და მას შემდეგ ამ დონეზე დარჩა, მიუხედავად დოლარის გაძლიერებისა და აშშ-ის სახაზინო შემოსავლების ზრდისა, რაც ჩვეულებრივ ძვირფასი ლითონებისთვის უარყოფითი ფაქტორებია .
ოქროს ფასის ზრდას მხარს უჭერს ცენტრალური ბანკების მაღალი მოთხოვნა, რომლებიც ყიდულობენ გლობალური წარმოების დაახლოებით 25%-ს, წერს The Wall Street Journal. გარდა ამისა, ოქრო პოპულარულია კერძო ინვესტორებში.

ასევე დაგაინტერესებთ