ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოქროს საცავში რა უნდა, ფულად უნდა იქცეს და საქმე აკეთოს – გოცირიძე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება და წერს:
როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დავინიშნე, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ საცავში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი რამდენიმე ცალი ოქროს ზოდი( თუ არ ვცდები, 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების), წავიღე ავსტრიაში, გადავადნე და მსოფლიოში ულამაზესი ოქროს საწმისის საინვესტიციო მონეტები გამოვუშვი. მომენტალურად დაიტაცეს უცხო ქვეყნის ნუმიზმატებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა. ექვსი სხვადასხვა ზომის მონეტები დავამზადეთ, რათა ყველას შეძლებოდა მისი შეძენა, სტუდენტსაც და მილიონერსაც. ყველაზე დიდი, 10 უნცია, ანუ 310 გრამი მჭადისხელა იყო, ყველაზე პატარას კი ქალები საყურეებადაც კი იყენებდნენ:)) ეს ემსახურებოდა არა მხოლოდ ჩენი ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციას, არამედ მომგებიანიც იყო ეროვნული ბანკისთვის. ოქროს საცავში რა უნდა, ფულად უნდა იქცეს და საქმე აკეთოს.
შეგახსენებთ, საქართველო ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა მონეტარული ოქრო იყიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.