ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 59.3 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო

ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 59.3 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო

2025 წლის 6 თვეში ქვეყანამ ოქროს ექსპორტიდან 59.3 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 2%-იანი ზრდაა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ექსპორტზე 1.1 ტონა ოქრო გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.5 ტონა. შესაბამისად მოცულობის კუთხით ოქროს ექსპორტში 27%-იანი კლებაა. საქართველოში მოპოვებული დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, რომელზედაც ოქროს ექსპორტის 91%-ი მოდის. ხოლო თანხობრივად 88%-ი.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა:
· შვეიცარია - 52 328.7 ათასი დოლარი - 1.0 ტონა;
· თურქეთი - 5 847.0 ათასი დოლარი - 0.1 ტონა;
· არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 137.7 - 0.0 ტონა;
საგულისხმოა, რომ 2024 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 104 699.4 ათასი დოლარის ღირებულების 2.7 ტონა ოქრო გაიტანა.
businessinsider.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.